Amazon-ი ცდილობს ხელი საკრედიტო ბარათად აქციოს

Amazon-ი ცდილობს ხელი საკრედიტო ბარათად აქციოს

Amazon-ს სურს ხელი საკრედიტო ბარათად აქციოს, კომპანია ხელის სკანირებით გადახდის სისტემაზე მომუშავე ტერმინალების შექმნაზე მუშაობს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ ტერმინელით მომხმარებელი გადაიხდის საკუთარი ხელის გულით ისე, რომ მას არ მოუწევს საფულიდან ამოიღოს საკრედიტო ბარათი ან ტელეფონი.

სანდო წყაროზე დაყდრნობით, გამოცემა წერს, რომ კომპანია ასეთი ტერმინალების განთავსებას აპირებს ყავის მაღაზიებში, სწრაფი კვების ობიექტებში და სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებში.

დამატებითი დეტალების გაცხადებაზე Amazon-ი ამ ეტაპზე უარს აცხადებს.

Amazon-მა უკვე მიმართა უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა Visa-ს და ტერმინალების ტესტირებაში დახმარება სთხოვა.

პროექტით ასევე დაინტერესდნენ ბანკები JPMorgan Chase-ი, Wells Fargo და Synchrony Financial-ი, რომლებთანაც Amazon-ი მოლაპარაკებებს აწარმოებს.

წყარო: news.slashdot.org