Amazon-მა განაცხადა, რომ აპირებს პოდკასტების სტარტაპის Wondery-ს ყიდვას, რათა განავითაროს და დახვეწოს არამუსიკალური კონტენტი მის აპლიკაციაში Amazon Music.
როგორც თვის დასაწყისში Wall Street Journal-მა დაწერა, კომპანიები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ამ საკითხზე. როგორც ცნობილია, Wondery $300 მილიონად არის შეფასებული. გასულ თვეს, გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ Apple-საც და Sony Music Entertainment-საც სურდა Wondery-ის ყიდვა.
ცნობისთვის, Wondery-ს, რომელიც მომხმარებელს რამდენიმე პოპულარულ პოდკასტს სთავაზობს, როგორიცაა “Dirty John”, “Dr. Death” და “Business Wars”, თვიურად 20 მლნ უნიკალური მსმენელი ჰყავს.