Amazon-მა ასობით სატვირთო მანქანა შეუკვეთა, რომლებიც (CNG) კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე მუშაობენ. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამერიკაში კომპანიის სატვირთოების ავტოპარკის შემადგენლობა, ნელნელა გარემოსთვის ნაკლები ზიანის მომტანად ტრანსფორმირდება.
ამასთან, ვიცით რომ 2020 წელმა და კორონავირუსის პანდემიამ ონლაინ გაყიდვები და შესაბამისად Amazon-ის დატვირთულობა გაზარდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაიზარდა კომპანიის მხრიდან გარემოს დაბინძურების დონე.
სატრანსპორტო კომპანიები ელექტრომობილების გამოყენებას სტაბილურად იწყებენ იმისათვის, რომ ჰაერში გამონაბოლქვი შეამცირონ.
„Amazon-ი მოხარულია წარადგინოს ტვირთის ტრანსპორტირების ახალი მდგრადი გამოსავლები და მუშაობს არაერთი ტიპის სატრანსპორტო საშუალების ტესტირებაზე, მათ შორის ელექტრო და (CNG) კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე მომუშავე სატვირთოებზე“, – განაცხადეს კომპანიაში.
როგორც ცნობილია, Amazon-მა უკვე 700 სატვირთო შეუკვეთა, რომლებიც (CNG) ბუნებრივ აირზე მუშაობენ.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს Amazon-ის გაყიდვები 38%-ით გაიზარდა. კომპანია კარბონ-ნეიტრალურ ბიზნესზე გადასვლას 2040 წლამდე გეგმავს. ამერიკის ენერგიის საინფორმაციო ადმინისტრაციის მიხედვით, ბუნებრივი აირი დაახლოებით 27%-ით ნაკლებ ნახშირორჟანგს აფრქვევს ჰაერში, ვიდრე მაგალითად დიზელის საწვავი.