ამიერიდან Ray-Ban Stories-ით მესიჯების გაგზავნას შეძლებთ

ამიერიდან Ray-Ban Stories-ით მესიჯების გაგზავნას შეძლებთ

მას მერე, რაც სექტემბრის დასაწყისში მარკ ცუკერბერგმა Meta-ს (მაშინ კი Facebook-ის) და Luxottica-ს კოლაბორაციით შექმნილი ჭკვიანი სათვალე, Ray-Ban Stories-ი წარმოადგინა, მის შესახებ სიახლე თითქოს არ გავრცელებულა. თუმცა ეს მას მერე შეიცვალა, რაც ცუკერბერგმა Facebook-ში ჭკვიანი სათვალის პირველი მასშტაბური განახლების შესახებ დაწერა, რომელთა მეშვეობით  მომხმარებლებს, Messenger-ის გამოყენებით, მესიჯების გაგზავნა და მოსმენა, დარეკვა, ხმის აწევა-დაწევა, მუსიკის დაპაუზება და ჩართვა შეეძლებათ.

თავის დროზე Ray-Ban Stories-ს ორი კამერა გამოარჩევდა, რომელთა დახმარებით მოკლე ვიდეოების გადაღება და გაზიარება იყო შესაძლებელი, მაგრამ უკანასკნელი განახლების შემდეგ ის უფრო სასარგებლო მოწყობილობად იქცა – შეიძლება ითქვას, რომ ახლა ეს სათვალე ნამდვილად ჭკვიანი გახდა. საინტერესო კი ის არის, რომ 2022 წლისთვის მარკ ცუკერბერგი კიდევ უფრო მეტ განახლებას გვპირდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.