ანი ერნო ლიტერატურის დარგში 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა

ანი ერნო ლიტერატურის დარგში 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა

შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ ლიტერატურის დარგში 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი დაასახელა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ფრანგ მწერალს, ანი ერნოს გადაეცა.

როგორც ნობელის პრემიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, ერნომ ჯილდო გამბედაობისა და მახვილგონიერების გამო დაიმსახურა, რომელიც მის შემოქმედებაში ნათლად ჩანს. ფრანგი მწერალი, რომლის კარიერული გზა გრძელი და სირთულეებით აღსავსე აღმოჩნდა, საკუთარ ნაწარმოებებში თანმიმდევრულად და სხვადასხვა კუთხით განიხილავს გენდერულ და კლასობრივ განსხვავებებს.

აღსანიშნავია, რომ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია 1901 წლიდან გაიცემა. ეს ჯილდო დღემდე ამ სფეროში მოღვაწე 115-მა ადამიანმა დაიმსახურა. მათ შორის 17 ქალია.