Apple-ი 10 ნოემბერს სპეციალურ ღონისძიებას მართავს, თუმცა, არ აკონკრეტებს რას მიეძღვნება ის. როგორც Reuters- წერს, ექსპერტები ელოდებიან, რომ კომპანია ახალ Mac-ის კომპიუტერებს წარადგენს.
შეგახსენებთ, Apple-მა გასულ თვეს ახალი iPhone-ები წარადგინა, მანამდე კი სექტემბერში Apple Watch-ი და სხვა პროდუქტები. ხოლო ივნისში განაცხადა, რომ წლის ბოლომდე წარადგენდა ახალ Mac კომპიუტერებს, რომელსაც საკუთარი სილიკონის პროცესორი ექნებოდა.
ამგვარად, შესაძლოა, 10 ნოემბრის ღონისძიებაზე სწორედ ახალ კომპიუტერებს უნდა ველოდოთ კომპანიისგან. ცნობისთვის, Apple Silicon Mac-ი იქნება ერთგვარი დასაწყისი კომპანიისთვის Intel-ის პროცესორებიდან საკუთარი პროცესორებზე გადასვლაში. Intel-ი Apple-ს პროცესორებს 2006 წლიდან აწვდიდა.
Apple-ის ღონისძიებაზე ახალი კომპიუტერების გარდა, ელოდებიან სხვა ახალ პროდუქტებსაც, მაგალითად AirPod-ის ყურსასმენებს.