Apple-ი დასაკეცი iPhone-ების შექმნაზე მუშაობს - The Information

Apple-ი დასაკეცი iPhone-ების შექმნაზე მუშაობს - The Information

The Information-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სმარტფონების ამერიკული მწარმოებელი, Apple-ი iPhone-ის სულ მცირე ორი მოდელისთვის დასაკეცი ტექნოლოგიის შექმნაზე მუშაობს. აღნიშნულ სიახლეს ის საკითხთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, დასაკეცი სმარტფონების ტექნოლოგია Apple-ში ჯერ განვითარების ადრეულ ეტაპზეა და კომპანიის 2024-2025 წლების მასობრივი წარმოების გეგმებში ამ ეტაპზე არ შედის.

The Information-ი აცხადებს, რომ ტექნოლოგიური გიგანტი აზიაში რამდენიმე მომწოდებელს უკვე დაუკავშირდა დასაკეცი ტექნოლოგიის ნაწილებთან დაკავშირებით.

სიახლესთან დაკავშირებით კომპანია კომენტარის გაკეთებისაგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

შეგახსენებთ, Apple-ის აზიურმა კონკურენტმა, ასევე ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა სმარტფონების მწარმოებელმა, Samsung-მა, დასაკეცი მობილური ტელეფონები ბაზარზე რამდენიმე წლის წინ წარადგინა.