Apple-მა პირველი დასაკეცი iPhone-ის შექმნაზე მუშაობა დაიწყო. დასაკეცი iPhone სავარაუდოდ Samsung-ის და სხვა ბრენდების დასაკეცი სმარტფონის კონკურენტი გახდება, თუ ის საბოლოოდ შეიქმნა.
როგორც Bloomberg-ი წერს, დასაკეც ეკრანზე კალიფორნიაში მდებარე კომპანია Cupertino მუშაობს, ეკრანის გარდა, სხვა მახასიათებლების შექმნასა და შეცვლაზე, Apple-ში მუშაობა ჯერჯერობით არ დაწყებულა. არც სრული სმარტფონის პროტოტიპი მოიძებნება Apple-ის ლაბორატორიებში.
როგორც Samsung-ის, Motorola-ს და Huawei-ს დასაკეცი სმარტფონები, დასაკეცი iPhone-იც მისცემს შესაძლებლობას მომხმარებელს, რომ სმარტფონი კომპაქტური იყოს სატარებლად, თუმცა, ამავე დროს დიდი ეკრანით. Apple-ში გაიმართა დისკუსიები იმის შესახებ, თუ რამხელა შეიძლება იყოს დასაკეცი iPhone-ის ეკრანი, არის მოსაზრება, რომ ის იყოს iPhone 12 Pro Max-ის ეკრანის ზომა – 6.7-ინჩიანი. სხვა ბრენდების დასაკეცი სმარტფონების ეკრანის ზომა კი 6-დან 8 ინჩამდე მერყეობს.
Apple-ის პრესსპიკერმა Bloomberg-თან ჯერჯერობით დასაკეცი სმარტფონების შესახებ გეგმებთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.
დასაკეცი iPhone-ის წარმოებას შესაძლოა წლები დასჭირდეს, ან შესაძლოა, საერთოდ არც შეიქმნას. ამჟამად Apple კონცენტრირებულია შემდეგი თაობის iPhone-ებისა და iPad-ების შექმნაზე, რომელიც წლის ბოლოს გამოვა. კომპანიასთან დაკავშირებული წყაროების ცნობით, წელს კომპანია დიდ ცვლილებებს ამ კუთხით არ აპირებს.