აპრილში საქართველოს ექსპორტი 28 პროცენტით შემცირდა

აპრილში საქართველოს ექსპორტი 28 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით 2020 წლის აპრილში 2019 წლის აპრილთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 28%-ით (86 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 39%-ით (287 მლნ დოლარით) შემცირდა.

2020 წლის აპრილში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 223 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 458 მლნ დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის აპრილში დაფიქსირებული ექსპორტის მოცულობა 2018 წლის აპრილის მაჩვენებელზეც ნაკლებია.

აპრილის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -235 მლნ დოლარია, რაც 2019 წლის აპრილის უარყოფით ბალანსზე 200 მლნ დოლარით ნაკლებია.

ოთხი თვის ჯამში, 2020 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი 11.9%-ით, ხოლო იმპორტი 3%-ით შემცირდა. სავაჭრო ბრუნვა 11.8%-ითაა გაზრდილი. ოთხი თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -1 461 მლნ დოლარია, გასული წლის ოთხ თვეში -1 655 მლნ დოლარი იყო.

აპრილის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 მაისს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *