Aramco და TotalEnergies-ი საუდის არაბეთში ერთობლივ ნავთობქიმიურ კომპლექსს ააშენებენ

Aramco და TotalEnergies-ი საუდის არაბეთში ერთობლივ ნავთობქიმიურ კომპლექსს ააშენებენ

საუდის არაბეთის უმსხვილესმა ნავთობკომპანია Saudi Aramco-მ TotalEnergies-თან $11 მილიარდის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. გავრცელებული განცხადების თანახმად, კონტრაქტის ფარგლებში კორპორაციები საუდის არაბეთში ნავთობქიმიურ კომპლექსს ააშენებენ.

„Aramco-სა და TotalEnergies-ს დღეს კომპლექსი “Amiral”-ის ასაშენებლად $11 მილიარდის ღირებულების საინჟინრო, შესყიდვებისა და სამშენებლო (EPC) კონტრაქტი გადაეცათ. კომპლექსი საუდის არაბეთის სამეფოს გადამმუშავებელი საწარმო SATORP-ი მსოფლიო მასშტაბის ნავთობქიმიური მიმართულების გაფართოებას ითვალისწინებს“, – ვკითხულობთ მხარეების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

ცნობისთვის, Aramco საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოს მე-3 უმსხვილესი კომპანიაა. მისი ღირებულება ამჟამად დაახლოებით $2.08 ტრილიონია. რაც შეეხება TotalEnergies-ს, ის ფრანგული მულტინაციონალური ენერგო- და ნავთობკომპანიაა, რომელიც 1924 წელს დაარსდა.