არგენტინამ და თურქეთმა შესაძლოა, მალე დაკარგონ განვითარებადი ეკონომიკის მქონე ფინანსური ბაზრების სტატუსი, ამის შესახებ ერთ-ერთი მსხვილი ბენჩმარკული ინდექსის MSCI-ის პროვაიდერები აცხადებენ. მათი თქმით, ამ ორი ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე თანდათან უფრო რთული გახდება უცხოელი ინვესტორების წვდომა.
“მაშინ როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო მერყეობა გაზრდილია, გლობალური ფასიანი ქაღალდების ბაზრები რჩებიან ხელმისაწვდომი და აგრძელებენ ფუნქციონირებას კარგად“, – აღნიშნა MSCI-ის ინდექსის პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრის მელასმა. თუმცა, იქვე დასძინა, რომ ორი მნიშვნელოვანი განვითარებადი ბაზარი – არგენტინა და თურქეთი – მდგომარეობის გაუარესებას განიცდიან ბოლო 12 თვის მანძილზე.
MSCI-ის განვითარებადი ბაზრების ინდექსს ბევრი გლობალური ფონდი იყენებს; მას ხშირად იყენებენ როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრების საზომს.