აშშ-სა და კანადაში სამთავრობო მოწყობილობებში TikTok-ით სარგებლობა აიკრძალა

აშშ-სა და კანადაში სამთავრობო მოწყობილობებში TikTok-ით სარგებლობა აიკრძალა

თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, ფედერალურ სააგენტოებს ქვეყნის მასშტაბით სამთავრობო მოწყობილობებიდან TikTok-ის წასაშლელად 30-დღიანი ვადა მიეცა. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, კონგრესის მიერ სამთავრობო მოწყობილობებში TikTok-ით სარგებლობის აკრძალვიდან რამდენიმე თვის შემდეგ გადაწყვეტილების იმპლემენტაცია მოხდება. აშშ-სთან ერთად TikTok-ით სარგებლობა სამთავრობო მოწყობილობებში კანადაშიც აიკრძალა.

გამონაკლისი მხოლოდ იმ სამსახურებს შეეხებათ, რომლებიც ჩინურ აპლიკაციას სამართალდამცავი აქტივობებისათვის, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისათვის ან უსაფრთხოების კვლევებისათვის იყენებენ. თუმცა, თეთრი სახლის ოფიციალური პირის განმარტებით, გამონაკლისი კონკრეტული შემთხვევების მიხედვით განიხილება და საჭიროებისამებრ დაიშვება.

შეგახსენებთ, გასულ კვირას საკუთარ თანამშრომლებს პირადი და სამსახურის მოწყობილობებიდან ჩინური აპლიკაციის წაშლისაკენ ევროპულმა კომისიამაც მოუწოდა.

თავად TikTok-ი აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ ავრცელებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *