აშშ-ში პირველად ივლისის შემდეგ, კოვიდ-ინფიცირების და გარდაცვალების დღიური შემთხვევები იზრდება

აშშ-ში პირველად ივლისის შემდეგ, კოვიდ-ინფიცირების და გარდაცვალების დღიური შემთხვევები იზრდება

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების დღიური შემთხვევები იზრდება. იზრდება ასევე ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების დღიური რაოდენობაც. მიუხედავად ამისა, ქვეყნის ცალკეულ ნაწილებში ამ დრომდე დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება.

როგორც Forbes-ი წერს, ივლისის თვის შემდეგ პირველად ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება.

სპეციალისტების თქმით, აშშ-ი სავარაუდოდ, კორონავირუსის მესამე ტალღის შუა პერიოდშია. ქვეყანაში შემთხვევების შემცირების ტენდენცია არ შეინიშნება. ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, ბოლოდროინდელი ზრდა შესაძლოა ყველაზე ცუდ და რთულ პერიოდზე მიუთითებდეს. ამას ემატება აცივება, გრიპის სეზონი და ეპიდემიები სკოლებში.

პარალელურად, ამერიკული მედიის ცნობით, ქვეყნის 37 შტატში შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი მიმდინარეობს. მხოლოდ სამი შტატი – იუტა, ჩრდილოეთ დაკოტა და ნიუ-მექსიკო ამკაცრებენ შეზღუდვებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.