აშშ უკრაინას ჩერნობილის დაზიანებული გუმბათის აღსადგენად $100 მილიონით დაეხმარება

აშშ უკრაინას ჩერნობილის დაზიანებული გუმბათის აღსადგენად $100 მილიონით დაეხმარება

ფოტო: Reuters

 

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, დენის შმიჰალის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინას ჩრდილოეთ რეგიონში ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის შემაკავებელი დაზიანებული გუმბათის შეკეთებისათვის $100 მილიონს გადასცემს. საუბარია 1986 წელს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ განთავსებულ გუმბათზე, რომელმაც იქ არსებული გაჟონილი რადიაცია უნდა შეაკავოს და რომელიც რუსულმა დრონმა გასული წლის თებერვალში დააზიანა.

ტელეგრამზე განთავსებულ პოსტში უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ დაზიანებული შემაკავებელი გუმბათის შესაკეთებლად სულ 500 მილიონი ევროა საჭირო. დენის შმიჰალმა აღნიშნული საჭიროების შესახებ ინფორმაცია ატომურ სადგურთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე საერთაშორისო პარტნიორებსაც მიაწოდა.

შეგახსენებთ, ჩერნობილის ტრაგედია 1986 წელს მოხდა, როდესაც ატომური სადგურის ოთხი რეაქტორიდან ერთი აფეთქდა, რამაც დიდი რადიაციული კატასტროფა გამოიწვია.

რუსული კამიკაძე დრონი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის გაჟონვისგან დამცავ გუმბათს 2025 წლის 14 თებერვალს ღამის 2 საათზე მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ დარტყმამ გუმბათი მნიშვნელოვნად დააზიანა, ახლომდებარე ტერიტორიებზე რადიაციის დონის მომატება ან გაჟონვა არ დაფიქსირებულა. რუსული მხარე თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს და მომხდარს უკრაინას აბრალებს სამშვიდობო მოლაპარაკებებში დესტრუქციის შეტანის მიზნით.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.