იაპონიის აეროკოსმოსური სააგენტო ადასტურებს, რომ ასტეროიდების შემსწავლელ კაპსულაში Hayabusa2, დაფიქსირდა გაზის ნიმუში, რომლის წარმომავლობა ასტეროიდ Ryugu-ს უკავშირდება. ამის შესახებ გამოცემა scitechdaily წერს.
როგორც სპექტომეტრიის შედეგად აღმოჩნდა, გაზის ნიმუში განსხვავდება ატმოსფეროში არსებული გაზის შემადგენლობისგან. აქედან გამომდინარე დაასკვნეს, რომ ის სწორედ კაპსულაში ასტეროიდ Ryugu-დან მოხვდა.
ცნობისთვის, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აირის მდგომარეობაში მყოფი ნივთიერება შორეული კოსმოსიდან დედამიწაზე აღმოჩნდა. საკითხის შესწავლა და მასზე მუშაობა გაგრძელდება. მეცნიერები დეტალურად გაანალიზებენ გაზის მოლეკულურ და იზოტოპიურ შემადგენლობას.
ასტეროიდი Ryugu დედამიწიდან 300 მლნ კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.