კორონავირუსის ვაქცინაზე მომუშავე კომპანია AstraZeneca აცხადებს, რომ ის დამატებით გლობალურ კვლევას ჩაატარებს ვაქცინის ეფექტურობის შესამოწმებლად. ამის მიზეზი მის მიერ შექმნილი ვაქცინის კანდიდატის შესახებ არსებული კითხვებია.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ AstraZeneca-მ განაცხადა, რომ მათი ვაქცინა 62%-ის შემთხვევაში ეფექტური გამოდგა იმ მოხალისეებში, რომლებსაც ვაქცინის ორი დოზა ჰქონდათ მიღებული, თუმცა, იმ მოხალისეებში, რომლებმაც მხოლოდ პირველი ანუ ერთი დოზა მიიღეს, ეფექტურობა 90%-ს აღწევდა. ამის შესახებ წამოჭრილი კითხვების საპასუხოდ, კომპანიამ განაცხადა, რომ ეს იყო წარმოების შეცდომა. სწორედ ამის დასამოწმებლად, აპირებენ დამატებით ახალი გლობალური კვლევის ჩატარებას.
პარალელურად, კომპანია ელოდება ავტორიზაციას რამდენიმე ქვეყანაში 2020 წლის ბოლომდე.
შეგახსენებთ, AstraZeneca-ს გარდა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კიდევ ორმა კომპანიამ განაცხადა თავიანთი ვაქცინის ეფექტურობის შესახებ. ესენია Pfizer-ი, რომლის ვაქცინამაც 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა და ასევე Moderna, რომლის ეფექტურობაც 94.5%-ია.