MADE IN GEORGIA – 2021 წელს, სწორედ ამ წარწერის უნიფორმებით ითამაშებენ ცნობილი გუნდების ფეხბურთელები, რომლებსაც “აწარმოე საქართველოში” ბენეფიციარი დაამზადებს.
უნიფორმები შეკერილი იქნება ახალ საწარმოში, რომელიც პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ხელშეწყობით რუსთავში შენდება და რომლის ფარგლებში 3 000 ადგილობრივი ადამიანი დასაქმდება.
კომპანიის დირექტორის განცხადებით, ფორმების გამოშვება ოქტომბრის ბოლოს დაიწყება და 2021 წელს, ლივერპულის, ჩელსის და დორტმუნდის გუნდები სწორედ საქართველოში დამზადებული უნიფორმებით ითამაშებენ.
შეგახსენებთ, რომ “აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, “ქართლი ტექსტილი“ 4 თვეში სრული დატვირთვით ამუშავდება.