მას შემდეგ, რაც 2020 წლის ნოემბერში, ვირუსულმა საბავშვო მუსიკალურმა კლიპმა, სახელწოდებით „Baby Shark“-მა YouTube-ზე განთავსებულ ყველა სხვა ვიდეოზე მეტი ნახვა დააგროვა, მან კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა: „Baby Shark“-ი გახდა პირველი ვიდეო, რომელიც 10 მილიარდზე მეტჯერ ნახეს.
შეიძლება ითქვას, რომ „Baby Shark”-ი გლობალური პოპულარული კულტურის ერთგვარ ფენომენად იქცა: ამ სიმღერას მსოფლიოს გარშემო მილიონობით ბავშვი უსმენს, სიმღერაზე დაფუძნებული შოუ წამყვან საბავშვო ტელეარხზე, Nickelodeon-ზე გადის, მასზე დაყრდნობით ფილმი გადაიღეს და არაერთი NFT-იც გამოუშვეს.
აღსანიშნავია, რომ YouTube-ზე განთავსებული ყველაზე პოპულარული ვიდეობის სიაში მეორე ადგილს ლუის ფონსის სიმღერა „Despacito“ იკავებს, რომელსაც 7.7 მილიარდ ნახვაზე მეტი აქვს.