INMerge Innovation Summit-ს, რომელიც ბაქოში გაიმართება, Youtube-ის თანადამფუძნებელი სტივ ჩენი დაესწრება. სპიკერების სიაში აგრეთვე არიან Genai Works-ის დამფუძნებელი სტივ ნური, Nvidia-ს ბიზნესგანვითარების ხელმძღვანელი ანტონ ჯორაიევი, Nestle-ს ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი გაელ ბოუ აბდო, Vodafone-ის რეგიონული დირექტორი იოჰანეს ჰიუმსი, Amazon-ის ვიცეპრეზიდენტი და მთავარი ტექნოლოგიური დირექტორი ვერნერ ვოგელსი, Avito-ს მარკეტინგის ყოფილი მთავარი ხელმძღვანელი მაქსიმ კანი, ჰარვარდის ბიზნესის სკოლის პროფესორი, Paradox Strategies-ისა და InnovationForce-ის დამფუძნებელი ლინდა ჰილი.
აღსანიშნავია, რომ სამიტზე ისაუბრებენ აზერბაიჯანის წარმომადგენლებიც, მათ შორის, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიკაილ ჯაბაროვი, ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი, PASHA Holding-ის CEO ჯალალ გასიმოვი და ეკოსისტემის მთავარი დირექტორი ფარიდ მამადოვი, Kapital Bank-ის CEO ფარიდ ჰუსეინოვი, PASHA Bank-ის CEO-ს მოადგილე ბეჰრუზ ნაგიევი, ინოვაციისა და ციფრული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ინარა ვალიევა და 4SIM-ის CEO ფარიზ ჯაფაროვი.
PASHA Holding-ის მიერ ორგანიზებული INMerge Innovation Summit-ი ბაქოში 10-11 ოქტომბერს Baku Congress Center-ში გაიმართება. მეტი ინფორმაციისა და ბილეთებისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: www.inmerge.az.