BCG: 2021 წლის ყველაზე ინოვაციური კომპანიები

BCG: 2021 წლის ყველაზე ინოვაციური კომპანიები

ბოსტონის მრჩეველთა ჯგუფმა (BCG) ყველაზე ინოვაციური კომპანიების ყოველწლიური  რეიტინგი გამოაქვეყნა. BCG-იმ  სარეიტინგო სიის შედგენისას 4 ცვლადი გაითვალისწინა:

  1. საერთაშორისო ცნობადობა: სხვა ინოვაციური კომპანიების აღმასრულებელ დირექტორთა შეფასება.
  2. ინდუსტრიული მიმოხილვა: ერთსა და იმავე სფეროში მომუშავე კომპანიების აღმასრულებელ დირექტორთა შეფასება.
  3. ინდუსტრიული ნაპრალი: კონკრეტულ სფეროში განსხვავებულობის შესაფასებელი ინდექსი.
  4. ინოვაციის ღირებულება: საერთო მოგება

 

გთავაზობთ რეიტინგის პირველ ათეულს

 

კომპანია

ინდუსტრია

HQ

1

Apple

ტექნოლოგიები

 აშშ

2

Alphabet

ტექნოლოგიები

 აშშ

3

Amazon

სამომხმარებლო საქონელი

 აშშ

4

Microsoft

ტექნოლოგიები

 აშშ

5

Tesla

ტრანსპორტი & ენერგია

 აშშ

6

Samsung

ტექნოლოგიები

სამხრეთი კორეა

7

IBM

ტექნოლოგიები

 აშშ

8

Huawei

ტექნოლოგიები

 ჩინეთი

9

Sony

სამომხმარებლო საქონელი

 იაპონია

10

Pfizer

ჯანდაცვა

 აშშ

Pfizer-ის ათეულში მოხვედრა მოსალოდნელი იყო, რადგან კომპანიამ BioNTech-თან პარტნიორობით COVID-19-ის ვაქცინა ერთ წელზე ნაკლებ დროში შექმნა. Pfizer-ის შედეგი შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ისტორიულად ვაქცინის შექმნას ათწლეულამდე სჭირდებოდა.

Toyota-მ საკუთარი შედეგი 20 ერთეულით გააუმჯობესა: 2021 წლისთვის 41-ე ადგილიდან 21-ზე გადმოინაცვლა. აღნიშნული წარმატების მიზეზი მფრინავი ელექტრომანქანების შექმნისათვის კომპანიის $400-მილიონიანი ინვესტიციაა.

BCG-ის კვლევის მიხედვით, მართალია, კომპანიები ინოვაციას განსხვავებული ფორმებით აღწევენ, თუმცა თითოეული მათგანი ამტკიცებს, რომ არსებობს კორელაცია ინოვაციასა და კომპანიის ღირებულებას შორის. მეტიც, უკანასკნელი ორი ათწლეულის ანალიზის მიხედვით, კავშირი ორ ცვლადს შორის უფრო და უფრო ძლიერდება. მაგალითისთვის, 2020 წელს, BCG-ის თანახმად, ინოვაციური კომპანიები MSCI მსოფლიო ინდექსთან შედარებით 17%-ით უფრო ეფექტიანად  მუშაობდნენ,  2005 წელს კი ინოვაციურ ბიზნესებს ასეთი დიდი უპირატესობა არ ჰქონდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ინოვაცია ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, წარმატებისთვის საკმარისი არ არის. ეფექტიანობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია კომპანიათა მზაობა, განახორციელონ ახალი იდეები. BCG-ის ანალიზის მიხედვით, ინოვაციის პრაქტიკისთვის მნიშვნელოვანია მენეჯმენტი. ამასთანავე, კომპანიებმა უნდა გააძლიერონ „ერთი გუნდის მენტალიტეტი“, რათა თანამშრომლებში გაიზარდოს კოლაბორაცია და გაძლიერდეს საერთო მიზნისკენ სვლის სურვილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.