პანდემიის დროს ძვირადღირებული პროდუქციის მწარმოებლებს სერიოზული ზიანი მიადგათ, თუმცა, გასულ კვირას ფრანგულმა კონგლომერატმა LVMH-მა მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. შედეგად მისი დამფუძნებლის და მფლობელის ბერნარ არნოს ქონება $8 მილიარდით გაიზარდა და $122 მილიარდს მიაღწია.
15 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრამდე LVMH-ის აქციების ფასი 6%-ით გაიზარდა. შეგახსენებთ, სწორედ აღნიშნული კონგლომერატი აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Bulgari, Louis Vuitton-ი, Dior-ი, Guerlain-ი და Dom Pérignon-ი. პანდემიის შედეგად, პირველი ცხრა თვის განმავლობაში ფრანგული კონგლომერატის შემოსავლები 21%-ით შემცირდა. კოსმეტიკის, სასმელებისა და სამკაულების მწარმოებელი ბრენდების შემოსავლები მესამე კვარტალში იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. თუმცა, მოდისა და ტყავის ნაწარმის ბიზნესებმა 12%-იანი ზრდა აჩვენა, რამაც გააძლიერა კომპანიის შემოსავლები. Louis Vuitton-სა და Dior-ს სერიოზული გაყიდვები აქვთ.
შედეგად, ბერნარ არნოს LVMH-სთვის გასული კვირა წარმატებული გამოდგა. ამ კომპანიის გარდა, კიდევ რამდენიმე მსხვილმა კონგლომერატმაც მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა 15-დან 22 ოქტომბრამდე, მათი ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:
ბერნარ არნო
ქონება: $122 მილიარდი, გაიზარდა $8 მილიარდით
ქვეყანა: საფრანგეთი
ქონების წყარო: LVMH
მარკ ცუკერბერგი
ქონება: $102.1 მილიარდი, გაიზარდა $4.1 მილიარდით
ქვეყანა: აშშ
ქონების წყარო: FACEBOOK
ბობი მერფი
ქონება: $8.1 მილიარდი, გაიზარდა $2.2 მილიარდით
ქვეყანა: აშშ
ქონების წყარო: SNAP
ლარი პეიჯი
ქონება: $71.6 მილიარდი, გაიზარდა $2.1 მილიარდით
ქვეყანა: აშშ
ქონების წყარო: GOOGLE
სერგეი ბრინი
ქონება: $69.6 მილიარდი, გაიზარდა $2.1 მილიარდით
ქვეყანა: აშშ
ქონების წყარო: GOOGLE
ევან შპიგელი
ქონება: $7.7 მილიარდი, გაიზარდა $2 მილიარდით
ქვეყანა: აშშ
ქონების წყარო: SNAP
ზიუ ჰუეი
ქონება: $22.4 მილიარდი, გაიზარდა $1.8 მილიარდით
ქვეყანა: ჩინეთი
ქონების წყარო: რითეილ გაყიდვები
შელდონ ადელსონი
ქონება: $32.1 მილიარდი, გაიზარდა $1.8 მილიარდით
ქვეყანა: აშშ
ქონების წყარო: კაზინოები
კოლინ ჟენ უანგი
ქონება: $30.9 მილიარდი, გაიზარდა $1.8 მილიარდით
ქვეყანა: ჩინეთი
ქონების წყარო: PINDUODUO
ამანსიო ორტეგა
ქონება: $67.1 მილიარდი, გაიზარდა $1.6 მილიარდით
ქვეყანა: ესპანეთი
ქონების წყარო: ZARA