BGEO ახალი სახელით გააგრძელებს საქმიანობას

BGEO ახალი სახელით გააგრძელებს საქმიანობას

საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფი BGEO საქმიანობას განაგრძობს ახალი სახელით – “საქართველოს კაპიტალი” (Georgia Capital).

მას შემდეგ, რაც 2018 წლის პირველ ნახევარში საბოლოოდ დასრულდება საინვესტიციო და საბანკო მიმართულების გამიჯვნა, ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი იქნება ორი დამოუკიდებელი კომპანია: “Georgia Capital PLC” და “Bank of Georgia Group PLC”.

“საქართველოს კაპიტალის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური იქნება. დირექტორთა საბჭოს წევრები იქნებიან ავთანდილ ნამიჩეიშვილი და ეკატერინა შავგულიძე.