2017 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი 1.8 მილიარდი ლარით გაიზარდა

2017 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი 1.8 მილიარდი ლარით გაიზარდა

2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო ვალი 17 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 2017 წლისთვის პროგნოზირებულ მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებით 45.3%-ია. 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 44.6% იყო, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.5%.

სახელმწიფო ვალი საგარეო და საშინაო ვალისგან შედგება. 2016 წლის ბოლოს საგარეო სახელმწიფო ვალი 12 მილიარდი ლარი იყო, 2017 წლის ბოლოს კი 13.4 მილიარდი ლარი შეადგინა. 2017 წელს სახელმწიფო საგარეო ვალი 661 მილიონი დოლარით (1.5 მილიარდი ლარით) გაიზარდა.

საშინაო ვალი კი 2017 წელს 356 მილიონი ლარით გაიზარდა და 3.6 მილიარდი ლარი შეადგინა.

ცხრილი: საქართველოს სახელმწიფო ვალი, მილიარდი ლარი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *