Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა. ამის შესახებ მან “ტვიტერის“ გვერდზე დაწერა და თან შესაბამისი ფოტოც გამოაქვეყნა.
“ერთ-ერთი უპირატესობა იმისა, რომ 65 წლის ვარ ისაა, რომ კორონავირუსის ვაქცინა ამ ეტაპზე მეკუთვნის. პირველი დოზა უკვე გავიკეთე. თავს შესანიშნავად ვგრძნობ“, – დაწერა ბილ გეითსმა. მან მადლობა გადაუხადა მეცნიერებს, მარეგულირებლებს, ჯანდაცვის მუშაკებს და ყველას, ვინც ვაქცინაციის პროცესშია ჩართული.
ცნობისთვის, ბილ გეითსი პანდემიის დასაძლევად ვაქცინაციის აქტიური მხარდამჭერია. ბილ და მელინდა გეითსების ფონდს $400 მილიონზე მეტი ოდენობის თანხა აქვთ გაღებული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. აღნიშნული თანხა ვაქცინის და კორონავირუსის სამკურნალო საშუალებების დაჩქარებით შექმნას და კორონავირუსის ტესტების გლობალურად თანაბრად დისტრიბუციის უზრუნველყოფას.