ამერიკელმა მილიარდერმა ბილ გეითსმა თანამგზავრული ანტენების კომპანია Kymeta-ში $78 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა „როიტერსს“ განუცხადა.
Kymeta, რომელიც ვაშინგტონში მდებარეობს, პიცის ყუთების ზომის ანტენებს აწარმოებს ავტომობილებისთვის, მატარებლებისა და ნავებისთვის. კომპანიის კაპიტალი უკვე $85.2 მილიონს შეადგენს.
გარდა ანტენებისა, კომპანია წლის ბოლოსთვის სატელიტური ინტერნეტის სერვისის ამოქმედებასაც აპირებს.
“ამ ყველაფრის თეზისი არის ის, რომ განვავითაროთ კავშირგაბმულობა გლობალურ დონეზე“, – განაცხადა Kymeta-ს პრეზიდენტმა უოლტერ ბერგერმა.
Kymeta-ს ანტენები ძირითადად დაკავშირებულია იმ თანამგზავრებთან, რომლებიც მაღალ ორბიტალურ სიმაღლეზე არიან განთავსებული, ამიტომაც ამ კომპანიის ანტენებით ინტერნეტთან წვდომა შესაძლებელია მიუწვდომელი ადგილებიდან, მოძრავი თვითმფრინავიდან ან სხვა ტრანსპორტიდანაც.