საქართველოს ბანკი მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების შექმნას აგრძელებს. ის ბიზნესები, რომლებიც ბიზნესანგარიშს 31 დეკემბრამდე გახსნიან, საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ.
შეთავაზების ფარგლებში, 31 დეკემბრის ჩათვლით გახსნილ ბიზნესანგარიშზე ბიზნესები 3 თვის განმავლობაში, საქართველოს ბანკის სტანდარტული ან ჭკვიანი ტერმინალით ფიქსირებული საკომისიოს გარეშე ისარგებლებენ. გარდა ამისა, მიიღებენ შესაძლებლობას, 29 თებერვლის ჩათვლით, ლარის გამავალ ოპერაციებზე გადახდილი საკომისიო ქეშბექის სახით ყოველთვიურად დაიბრუნონ. (მაქსიმუმ 500 ლარის ოდენობით).
ბიზნესანგარიშის ციფრულად გახსნის შემთხვევაში კი, მომხმარებლები საჩუქრად მიიღებენ და 6 თვის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ ბიზნესპაკეტის ისეთი პროდუქტებით, როგორიცაა: ბიზნეს ინტერნეტბანკი, ბიზნეს მობილბანკი, SMS ბანკი, შეტყობინების სერვისები და სხვა.
„ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა მომხმარებლებს ის შეთავაზებები მივაწოდოთ, რაც მათ ბიზნესსაჭიროებებსა და მოთხოვნებს პასუხობს. ამჯერად, ბანკი იმ ბიზნესმომხმარებლებს, რომლებიც 31 დეკემბრამდე გახსნიან ბიზნესანგარიშს საქართველოს ბანკში, სხვადასხვა ბენეფიტს სთავაზობს. მათ ექნებათ შესაძლებლობა 3 თვის განმავლობაში ყოველგვარი საკომისიოს გარეშე ისარგებლონ საქართველოს ბანკის ტერმინალით და ამავდროულად მიიღონ ყოველთვიური ქეშბექი, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს უკან დაბრუნებული თანხა კვლავ საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმარონ. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ჩვენს ბიზნესმომხმარებლებს ისეთი პროდუქტი თუ სერვისი შევთავაზოთ, რაც მათ საკუთარი ბიზნესს ზრდასა და განვითარებაში დაეხმარება.“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში
შეთავაზებით სარგებლობისთვის ეწვიეთ ბმულს.
S