ესპანეთის სტუმარ-მასპინძლობის სფერო 2021 წლის ზაფხულიდან შეძლებს ამოქმედებას

ესპანეთის გასტრონომიისა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია კორონავირუსის პანდემიის გამო გრძელვადიან და რთულ პრობლემას შეეჯახა, რომლის აღმოფხვრასაც წლები დასჭირდება.

 

ესპანეთის ხელისუფლებამ გააფრთხილა ტურისტული, სტუმარ-მასპინძლობისა და კულტურის სექტორი, აგრეთვე საერთაშორისო ტრანსპორტის ინდუსტრია ქვეყნის წინაშე მდგარი სერიოზული პრობლემის შესახებ, რომელიც  COVID-19-ითაა გამოწვეული.

"ესპანეთის ტურიზმის სექტორის ეკონომიკის განახლება და აქტიურობის მოლოდინი მხოლოდ წლის ბოლოდან ივარაუდება" - განაცხადა შრომის მინისტრმა, იოლანდა დიასმა პარასკევს სატელევიზიო ინტერვიუში. 2021 წლის ზაფხულში კი, ქვეყანა სავარაუდოდ, ტურიზმის სექტორის სრულად ამოქმედებას ეცდება. 

ტურიზმის ინდუსტრია შოკურ მდგომარეობაშია და ღელავს. ფინანსთა მინისტრმა და ესპანეთის მთავრობის კოალიციის მემარცხენე პრესმდივანმა მხარი დაუჭირეს პრემიერმინისტრ პედრო სანჩესი მარია იესო მონტეოს გასული კვირის განცხადებას - "ჩვენი ქვეყანა არ აღადგენს ტურისტულ აქტივობებს, სანამ არ იქნება გარანტირებული უსაფრთხოება როგორც მოქალაქებისთვის, რომლებიც ესპანეთში ცხოვრობენ, ასევე მათთვისაც, ვისაც  ესპანეთში მოგზაურობა უნდა." 

კითხვაზე, როდის შეიძლება გაიხსნას ესპანეთის საზღვრები ტურისტებისთვის, მონტეო ამბობს, რომ უკვე დაწყებულია პროექტი, რომლის მიხედვითაც 2021 წელს საზღვრებზე მკაცრად გაკონტროლდება თითოეული ტურისტი, მაგრამ ზუსტი თარიღები ცნობილი არ არის.

მოგეხსენებათ, ესპანეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც  ყველაზე მეტად დაზარალდნენ COVID-19-ის პანდემიის გამო.

წინა სტატია

ეგვიპტის ტურიზმის ექსპერტები ზარალს აფასებენ
21 აპრილი, 2020

შემდეგი სტატია

რას ამბობს ჩვენზე ექვთიმე
22 აპრილი, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker