საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი.

საბერძნეთის ტურისტული ინდუსტრია მილიარდობით დოლარს კარგავს

საბერძნეთის ტურისტული ინდუსტრია მილიარდობით დოლარს კარგავს

COVID-19-ის პანდემია საბერძნეთს ისე შეეხო, როგორც ყველა სხვა ქვეყანას და მეტადაც კი, მისი ტურისტულად მიმზიდველი ისტორიული ადგილებიდან გამომდინარე.

 ამასთანავე, მოგეხსენებათ, საბერძნეთს არც კორონამდე ჰქონდა სახარბიელო მდგომარეობა. ქვეყნის ეკონომიკა ისედაც კრიზისს განიცდიდა, კორონა ვირუსმა კი საბოლოდ გააჩერა სასტუმროსა და რესტორნის ბიზნეს სექტორი. ევროპის Hotelkammer-ის ასოციაციამ საბერძნეთის ტურიზმში 2020 წლის გაყიდვების დანაკარგი შეაფასა, რაც, სავარაუდოდ, 4,5 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს. სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, ასოციაციის გამოკითხვის მიხედვით, 45 000-მა ადამიანმა დაკარგა სამსახური.

სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია საბერძნეთის ეკონომიკის დაახლოებით 30%-ს შეადგენს. ამჟამად ეკონომიკური სიტუაცია არასტაბილურია და სასტუმროების 2/3 გაკოტრების საფრთხის წინაშეა, ხოლო ქვეყნის ფინანსური შესაძლებლობები განსაზღვრულია. მიუხედავად ყველაფრისა, საჭიროა გამოსავალის დაუყოვნებლივ პოვნა იმისთვის, რომ საბერძნეთის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიამ არსებობა გააგრძელოს და 2019 წლის მსგავსად შეძლოს 33 მილიონი ტურისტის მიღება.

“იმისთვის, რომ ტურიზმის სფეროში ეს პრობლემა გადაილახოს, საბერძნეთის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესმა სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიამ არსებობის გაგრძელება შეძლოს, ხელისუფლება ვალდებულია დაეხმაროს მას სახელმწიფო გადასახადების გაუქმებით, სახელფასო სუბსიდირებით, იაფი კრედიტებითა და დაბალპროცენტიანი სესხებით”- განაცხადა, ორშაბათს სასტუმროებისა და რესტორნების პალატის პრეზიდენტმა ალექსანდრო ვასილიკოსმა.

ცნობილია, რომ ევროკავშირი გეგმავს საბერძნეთის დახმარებას, მაგრამ ჯერ არაა დაზუსტებული საბერძნეთის ხელისუფლება რა ფინანსურ დახმარებას გაუწევს ტურიზმის სექტორს იმისთვის, რომ ქვეყნის ულამაზესი სანაპიროები ისევ გაივსოს ტურისტებით, ამიტომაც ელოდება საბერძნეთის ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმას.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა