საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი.

ეგვიპტის ტურიზმის ექსპერტები ზარალს აფასებენ

ეგვიპტის ტურიზმის ექსპერტები ზარალს აფასებენ

COVID-19 პანდემის გამო ეგვიპტის სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია ჩიხში შევიდა. ტურიზმის ექსპერტები აფასებენ ზარალს, რომელიც თვეში 1 მილიარდ ევროს სცილდება, მაგრამ ადგილობრივი რესტორნები და სასტუმროები იმედს იტოვებენ, რომ კრიზისის დაძლევა შესაძლებელია.

ჰურგადის სასტუმროებსა და რესტორნებში მხოლოდ აუცილებელი პერსონალია შენარჩუნებული. ქუჩებში, უბრალოდ, არაფერი ხდება. სანაპიროების სპორტულ მოედნებზე რამდენიმე მორბენალ ადამიანს თუ შეხვდებით.

ეგვიპტის სანაპიროები 2020 წელს იდეალურია როგორც არასდროს, ზღვა მუქი ლურჯიდან ფირუზისფრამდე იცვლის ფერს. ეს სანახაობა ათწლეულობის განმავლობაში იზიდავს ეგვიპტეში ტურისტებს, ამჟამად კი ჰურგადის პლაჟი უკაცრიელია.  

შარმ-ელ-შეიხის მცხოვრებთა სიტყვებით, მსოფლიოს ერთერთი ყველაზე პოპულარული პლაჟი, ჰურგადის მსგავსად, ცარიელია. ეს მაშინ, როცა ეგვიპტის  მოსახლეობა ტურიზმის შემოსავალზეა დამოკიდებული. 2019 წელს ეგვიპტეში 13 მილონზე მეტმა ტურისტმა იმოგზაურა.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა