გერმანიაში რესტორნებისა და სასტუმროს ბიზნესისთვის კორონას კრიზისი ძლიერი დარტყმა გახდა

გერმანიის ეკონომიკის ექსპერტები ინდუსტრიას აფრთხილებენ გარდაუვალი გაკოტრების შესახებ, ხოლო გერმანიის ფედერალური მთავრობა დახმარების მზადყოფნას უცხადებს სტუმარ-მასპინძლობის ინდისტრიას. ფინანსთა ფედერალური მინისტრი, ოლაფ შოლზი ფინანსური დახმარების პერსპექტივას პირდება სასტუმროსა და რესტორნების ბიზნესს, რომელიც განსაკუთრებით დაზარალდნენ COVID-19 პანდემიის დროს.

მარტის დასაწყისში, გასტრონომიის პრობლემები არ იქნა გათვალისწინებული გერმანიის ხელისუფლების მიერ. სტუმარმასპინძლობის სფერო აკრიტიკებს იმ ფაქტს, რომ კვების ბიზნესს არ შეეხო არავითარი შეღავათი. რესტორნები და სასტუმროები ღია წერილით მიმართავენ ხელისუფლებას, წერილიზე ხელს აწერს 220 000 – ზე მეტი კვების ობიექტი, სადაც დაახლოებით 2.4 მილიონი თანამშრომელია სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშ.

”რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მდგომარეობას, სტუმარმასპინძლობის სფეროს რა ტიპის დახმარება ესაჭიროება. პირველ რიგში, ჩვენ ვაკვირდებით იმ სექტორებს, რომელსაც დაუყოვნებელი დახმარება ესაჭიროება. სასტუმროსა და რესტორნების ინდუსტრია კი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მათგანია.” - თქვა ინტერვიუს დროს, ოლაფ შოლციმ.

პიტერ ალტმაიერმა, ეკონომიკის ფედერალურმა მინისტრმა, განუცხადა "Bild am Sonntag"- ს ინტერვიუში სტუმარმასპინძლობის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით: "გასაგებია, რომ რესტორნებს და სასტუმროებს ჭირდება დაუყოვნებლივ დახმარება, რათა კომპანიების უმეტესობა არ გაკოტრდეს."

გერმანიის სასტუმროებისა და რესტორნის ასოციაცია (Dehoga) ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ მიახლოებით 223 000 კომპანიამ დაკარგა შემოსავალი, რომელიც აპრილის ბოლოს, 10 მილიარდ ევროს გადააჭარბებს. ”მთავრობის მხარდაჭერის გარეშე, ყოველი მესამე კომპანია გაკოტრების პირასაა,” - ამბობს Dehoga– ს აღმასრულებელი დირექტორი, ინგრიდ ჰარტსი. ”ეს არის 70,000 კომპანია, რომლებიც ჩვენი ქვეყნის გასტრონომიულ მრავალფეროვნებას ქმნიან”.

"სახელმწიფოს დახმარება ერთადერთი გზაა მცირე კომპანიების გაკოტრების ტალღების თავიდან ასაცილებლად, ისეთი ბიზნესის როგორიცა, ბარები, რესტორნები და კაფეები" ამბობს მემარჯვენე ჯგუფის თავმჯდომარე დიეტმარ ბარხი. ტურიზმის სტრატეგიულ დოკუმენტში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, ბერლინის პროფესიული კავშირის მიერ, აღინიშნა: "გასტრონომიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბერლინისთვის და არ შეუძლია გაუმკლავდეს გრძელვადიან ეკონომიკურ კრიზისს" იმის გამო რომ საერთაშორისო ფრენები შეჩერებულია პანდემიის გამო, გერმანიის ხელისუფლება კონცენტრირდება შიდა ტურიზმის განვითარებაზე და მის სტიმულირებაზე, იმედია გაუმკლავდებიან კრიზის.

ვინაიდან საერთაშორისო ფრენები შეჩერებულია პანდემიის გამო, გერმანიის ხელისუფლება კონცენტრირდება შიდა ტურიზმის განვითარებაზე და მის სტიმულირებაზე, ჩვენ კი, მივადევნებთ თვალს და მოგაწვდით ერთ თვეში ინფორმაციას, გერმანიაში განვითარებული მოვლენების შესახებ.

 

წინა სტატია

ტრამპმა აშშ-ის რესტორნების მდგომარეობიდან გამოსაყვანად ანტიკრიზისული ჯგუფი შექმნა
23 აპრილი, 2020

შემდეგი სტატია

დაპაუზებული სეზონი 2020
28 აპრილი, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker