“დავამთავრე New England College ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხით. ამჟამად ვარ ილიაუნის ბიზნესის სკოლის მკვლევარი და ლექტორი. ასევე ვარ საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმისა და აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის კონსულტანტი. ჩემი ინტერესის სფეროებია ინფორმაციული კულტურა,კერძოდ - ბრენდინგი, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები და სხვა”

თანამედროვე მარკეტინგის 5 წესი

თანამედროვე მარკეტინგის 5 წესი

ჩვენს ეპოქაში ელვის სისწრაფით იცვლება და ვითარდება ტექნოლოგიები. ეს თავისთავად მოქმედებს კომპანიასა და მომხმარებლის ურთიერთობებზე, მათ ქცევაზე და მოლოდინებზე. დღევანდელ ბლოგში მინდა განვიხილო ის ახალი ტენდენციები, რომლებიც მნიშვნელოვანად განაპირობებენ მარკეტინგის წარმატებას.

1. მარკეტინგი დიალოგიის რეჟიმშია

დღევანდელი კომუნიკაციის ფორმატი ორმხრივია, ინტერაქტიული და მოითხოვს ორივე მხარის აქტიურ ჩართულობას. რეკლამა კვლავ მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტი ხდება მომხმარებელთან მუდმივი საუბარი, მისი აზრების მოსმენა და რაც მთავარია მათ გათვალისწინება კომპანიის საქმიანობაში, ბრენდინგში, რეკლამაში;

2. მარეკეტინგული მიქსის მეხუთე ელემენტი მონაწილეობაა

ტრადიციული მარკეტინგულ მიქს (ადგილი, ფასი, დისტრიბუცია, მხარდაჭერა) დაემატა ახალი ელემენტი, კერძოდ კი მონაწილეობა. თანამედროვე მომხმარებლისთვის მარტო ცქერა საკმარისი როდია, მას სურს მონაწილეობა მიიღოს ბრენდის ცხოვრებაში, პროდუქტის შექმნაში, რეკლამის და ფასნადების შემუშავებაში;

3. მომხმარებელი თქვენს ყურადღებას ითხოვს

ჩვენი ეპოქა არაჩვეულებრივ შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს ციფრული მედია საშუალებების გამოყენებით მუდმივად უსმინონ და თვალყური ადევნონ საზოგადოების აზრს და მათ ინტერესებს. ამისათვის საჭიროა სოციალური ქსელების, ბლოგების, ვებ გვერდების მუდმივი მონიტორინგი, კომენატრებისა და შენიშვნების წაკითხვა, ტენდენციების, გამოთქმული აზრების გაანალიზება და კომპანიის საქმიანობაზე მორგება;

4. მომხმარებელთან საუბარი უფასოა

დღევანდელი ციფრული მედია კომპანიებს საშუალებას აძლევს უფასოდ ისაუბრონ მომხმარებლებთან, წარმართონ და დაგეგმონ თავიანთი მარკეტინგული კამპანიები. დღეს მცირე ბიუჯეტიტაც შესაძლებელია საინტერესო და ეფექტური მარკეტინგული კამპანიების ჩატარება. მთავარი არა ფინანსური მხარეა, არამედ საინტერესო და აქტუალური იდეა, რომელსაც თქვენი მომხმარებელი გაიზიარებს და შეითავისებს. ჩვენს ეპოქაში ინფორმაციის გავრცელება და დიდ აუდიტორიამდე მიტანა საკმაოდ მარტივი გახდა თუ ინფორმაცია საინტერესო და ორიგინალური ფორმით არის მიწოდებული;

5. ელექტრონული კომერცია თუ ელექტრონული გამოცდილება

ელექტრონული კომერცია არაჩვეულებრივი საშუალებაა ინტერნეტ სივრცეში პროდუქტის რეალიზაციისთვის. თუმცა დღეს მომხმარებელი ელის უფრო მეტს ვიდრე პროდუქტის შეძენის შესაძლებლობას. თანამედროვე ეპოქაში, ელექტრონული კომერცია უნდა გადაიქცეს სასიამოვნო და შთამბეჭდავ “ელექტრონულ გამოცდილებად”. ამისათვის საჭიროა სხვადასხვა მარკეტინგული საშუალებების და მომსახურების ინტეგრაცია, ერთიანი და ხელსაყრელი სისტემის შექმნა.

 

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin