ნავთობკომპანია BP-მ ინდურ Reliance Industries-სთან ერთად ბიზნესი დაიწყო. კერძოდ, BP-მ $1 მილიარდი გადაიხადა ინდოეთის მასშტაბით ათასობით ბენზინგასამართ სადგურზე ქსელის შექმნისთვის. ბრიტანული კომპანიის მიზანს ინდოეთში ენერგორესურსებზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებაა და წარმომადგენლობის ზრდაა.
ახალ კომპანიას Jio-bp დაერქვა და მასში BP-ს 49%-იანი წილი ექნება, Reliance Industries-ს კი, რომელიც ყველაზე მდიდარი ინდოელის, მაკეშ ამბანის კონგლომერატია, 51%-იანი წილი. ბიზნესსაქმიანობის ფარგლებში იგეგმება, რომ მომდევნო ხუთ წელიწადში Reliance-ის რითეილ-ობიექტების რაოდენობა 1400–დან 5500-მდე გაიზარდოს.
Jio-bp ასევე გააფართოებს საქმიანობას 30-დან 45 აეროპორტში და გეგმავს თანამშრომელთა რაოდენობის 80 000-მდე გაზრდას მომდევნო ხუთ წელიწადში.
შეგახსენებთ, ბრიტანული ნავთობკომპანია BP ცდილობს გაზარდოს გლობალურად მომხმარებელთა ბაზა. პარალელურად კი კომპანია შედარებით მწვანე ენერგიის პროგრამაზე გადადის. Jio-bp-ც სწორედ შეეცდება ინდოელ მომხმარებელს შესთავაზოს ისეთი საწვავი, რაც დაბინძურების შედარებით დაბალ მაჩვენებლებს უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ ინდოეთში წარმომადგენლობის გაძლიერებას ცდილობს სხვა ნავთობკომპანიებიც, მათ შორის ჰოლანდიური Shell-ი და საუდის არაბეთის ADNOC-ი.