ბრიტანელი მილიარდერი რიჩარდ ბრენსონი თავისი კომპანია Virgin Orbit-ისთვის, რომელიც თანამგზავრების კოსმოსში გაშვების ბიზნესითაა დაკავებული, თანხების მოძიებას იწყებს. როგორც The Wall Street Journal-ი წერს, კომპანია თანხების მოზიდვას და $200 მილიონამდე შეგროვებას აპირებს, რაც კომპანიის ღირებულებას $1 მილიარდამდე გაზრდის.
აღსანიშნავია, რომ ბრენსონის ეს კომპანია ამერიკელი მილიარდერების ელონ მასკისა და ჯეფ ბეზოსის კომპანიების კონკურენტია, რომელთაც ასევე აქვთ ე.წ კოსმოსური ინდუსტრიის ბიზნესები.
Virgin Orbit-ი Virgin Group-ში შემავალი კომპანიაა, რომელიც გაშვების სერვისს უზრუნველყოფს მცირე ზომის თანამგზავრებისთვის. კომპანია 2017 წელს ჩამოყალიბდა. ის კალიფორნიაში მდებარეობს და დაახლოებით 300 ადამიანს ასაქმებს.
კომპანია ბრიტანელმა მილიარდერმა რიჩარდ ბრენსონმა დააარსა.