იაპონურმა ავტომწარმოებელმა Honda-მ ბრიტანეთში, ქალაქ სუინდონში მდებარე ქარხნის მუშაობა დროებით შეაჩერა. ამის შესახებ BBC წერს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მუშაობის შეჩერების მიზეზი “მიწოდების გლობალური შეფერხებები“ გახდა. ქარხანა სამშაბათს და ოთხშაბათს არ იმუშავებს და როგორც ამბობენ, ხვალიდან განაახლებს მუშაობას.
ბოლო ორ თვეში, ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც Honda-ს ქარხანა ბრიტანეთში ჩერდება.
როგორც პროფკავშირები აცხადებენ, ქარხნის თანამშრომლები, მიუხედავად ორდღიანი შესვენებისა, სრულ ანაზღარებას მიიღებენ.
ცნობისთვის, Honda-ს სუინდონის ქარხანაში იწარმოება Civic და Civic Type R-ის მოდელები. ქარხანა 3 000 თანამშრომელს ასაქმებს და წელიწადში 150 000-მდე ავტომობილს აწარმოებს.