ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტი 30 მარტიდან ამუშავდება

ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტი 30 მარტიდან ამუშავდება

ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტი ხვალიდან ამუშავდება, თუმცა, აეროპორტის ხელმძღვანელობის განცხადებით, ტერორისტული აქტის შედეგად დაზიანებული აეროპორტის აღსადგენად თვეებია საჭირო. აეროპორტის ნორმალურად  ფუნქციონირების აღდგენა მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რეგისტრაციის ველი სრულად განადგურებულია.

აეროპორტის ხელმძღვანელის განცხადებით, მათ ააგეს დროებითი შენობები, რომლებშიც სარეგისტრაციო პუნქტები განთავსდება და მოხდება ბარგის შემოწმება. გამტარუნარიანობა საათში 800 მგზავრი იქნება, მაშინ როდესაც დეტექტორის მუშაობისას საათში ეს მაჩვენებელი 5 ათასს აღწევდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *