ჩინეთის მთავრობის მიერ ფინანსური ტექნოლოგიების სექტორისთვის რეგულაციების გამკაცრების ფონზე, პეკინში დაფუძნებული ByteDance, რომელიც TikTok– ის მფლობელია, აცხადებს, რომ იგი ამცირებს ფინანსურ მომსახურებას და ამ ინდუსტრიაში თავის აქციებს გაყიდის.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა ცოტა ხნის წინ გააძლიერა ფინტექ სექტორის კონტროლი და კომპანიებს საკმაოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნები წაუყენა. ქვეყნის ხელისუფლება ფინტექ კომპანიებისაგან მოითხოვს შექმნან ფინანსური ჰოლდინგური კომპანიები, თუ ისინი აკმაყოფილებენ მთავრობის მიერ წამოყენებულ კაპიტალის მოთხოვნებს.
სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით როიტერსი იუწყება, რომ ByteDance-ის პრიორიტეტს ფინტექ სექტორი აღარ წარმოადგენს და ის ორიენტირებულია ისეთი სექტორების გაფართოებაზე როგორიცაა, ელექტრონული კომერცია და თამაშების სექტორი. სწორედ ამ სექტორებზე დებს ფსონს ByteDance.