Canalys: Xiaomi-ი სმარტფონების მეორე ყველაზე დიდი მწარმოებელი გახდა

Canalys: Xiaomi-ი სმარტფონების მეორე ყველაზე დიდი მწარმოებელი გახდა

კვლევითი ორგანიზაცია Canalys-ის მონაცემებით, ჩინური ტექნოგიგანტი Xiaomi-ი, Samsung-ის შემდგომ, სმარტფონების რიგით მეორე, ყველაზე დიდი მწარმოებელი გახდა. შედეგად, Apple-მა სმარტფონების მწარმოებელთა სიაში მესამე ადგილას გადაინაცვლა.

Xiaomi-ი, ბაზარზე გამოჩენის შემდგომ, სმარტფონების მწარმოებელთა შორის მეორე პოზიციაზე პირველად მოხვდა. მეორე კვარტალის მონაცემებით, Xiaomi-ის წილმა მსოფლიო მასშტაბით წარმოებული სმარტფონების 17% შეადგინა, რაც 3%-ით მაღალი მაჩვენებელია 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით.

რაც შეეხება სხვა წამყვან მწარმოებლებს, პირველ ადგილს და სმარტფონების მწარმოებლებს შორის მთლიანი ბაზრის წილის 19%-ს Samsung-ი იკავებს, შემდგომ მოდის Xiaomi-ი 17%-ით, მესამე ადგილს კი Apple-ის პროდუქცია იკავებს, 14%-ით. აღსანიშნავია, რომ გლობალურად სმარტფონების მიწოდება 2021 წლის მეორე კვარტალში 12%-ითაა გაზრდილი.

Xiaomi-ის მიერ წარმოებული სმარტფონების მიწოდება ყველაზე მეტად ლათინურ ამერიკაშია გაზრდილი და დაახლოებით 300%-ს შეადგენს. შემდგომ  მოდის აფრიკა 150%-ით და დასავლეთი ევროპა 50%-იანი ზრდის მაჩვენებლით.

აღსანიშნავია, რომ ჩინური ტექნოგიგანტის, Xiaomi-ის ღირებულება Samsung-ისა და Apple-ის ანალოგიურ პროდუქტთან შედარებით 40%-75%-ით უფრო იაფია, რაც მოთხოვნას აღნიშნულ სმარტფონებზე უფრო მეტად ზრდის. Canalys-ის კვლევების სამსახურის მმართველის, ბენ სტენტონის განცხადებით, მეორე კვარტალის მონაცემები უმეტესწილად Xiaomi-ის ფლაგმანი სმარტფონების გაყიდვების ზრდის დამსახურებაა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *