თურქულმა სტარტაპებმა წლის მეორე კვარტალში $746 მილიონი უცხოური ინვესტიცია მოიზიდეს

თურქულმა სტარტაპებმა წლის მეორე კვარტალში $746 მილიონი უცხოური ინვესტიცია მოიზიდეს

თურქეთის ინდუსტრიისა და ტექნოლოგიების მინისტრის განცხადებით, 63–მა თურქულმა სტარტაპმა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 746 მილიონი დოლარის მოცულობის უცხოური ინვესტიცია მოიზიდა.

მუსტაფა ვარანკმა თურქეთის სამეწარმეო ეკოსისტემის კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ინვესტიციების ამ მოცულობით თურქეთმა გადაასწრო ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ფინეთი, ნორვეგია, ავსტრია, დანია, ირლანდია, იტალია და ბელგია. თურქეთმა 2020 წელს პოტენციალი მთელ მსოფლიოს დაანახვა, თავისი პირველი უნიქორნის Peak Games-ის მეშვეობით (უნიქორნი ისეთი  სტარტაპია, რომლის ღირებულებაც 1 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება).

ვარანკმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სხვა უნიქორნებმა, მათ შორის Getir and Dream Games-მა, დაამტკიცეს, რომ Peak Games-ის წარმატება უბრალო დამთხვევა არ ყოფილა და სხვა თურქულ სტარტაპებსაც აქვთ შესაძლებლობა, უნიქორნები გახდნენ.

თურქეთის მიზანია, 2023 წელს მინიმუმ ათი უნიქორნი ჰყავდეს. მინისტრის განცხადებით, ეს ქვეყნისათვის რთულ ამოცანას არ წარმოადგენს. ამის დასადასტურებლად მან ისიც აღნიშნა, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში 129 თურქულმა სტარტაპმა $1.3 მილიარდი უცხოური ინვესტიცია მოიზიდა, რაც ხაზს უსვამს უცხოელი ინვესტორების ნდობას თურქული სტარტაპების მიმართ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *