ჩინეთი $75 მლრდ დოლარის ღირებულების ამერიკულ პროდუქციაზე ტარიფებს ამცირებს. ეს გადაწყვეტილება აშშ-ჩინეთს შორის მიღწეული ბოლოდროინდელი სავაჭრო შეთანხმების შედეგია, რომლის მიზანსაც ორ ქვეყანას შორის დაძაბული სავაჭრო კავშირების გაუმჯობესება წარმოადგენს.
შემცირებული საიმპორტო ტარიფები შეეხება 1,717 დასახელების ამერიკულ პროდუქციას, მათ შორის სოიო, ღორის ხორცი და ავტონაწილები. ჩინეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ტარიფები განახევრდება. კერძოდ, საუბარია 10%-იანი ტარიფების 5%-მდე შემცირებაზე და 5%-იანი ტარიფების 2.5%-მდე შემცირებაზე. განახევრებული ტარიფები 14 თებერვლიდან ამოქმედდება.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური პეკინის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გასულ თვეს ამერიკული მხარის გადაწყვეტილება 120 მლრდ დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით. მსგავსი ნაბიჯები მეტყველებს იმაზე, რომ ორ ქვეყანას ურთიერთობა დათბა.