პარასკევს ჩინურმა ფოლადის მწარმოებლებმა Ansteel Group–მა და Ben Gang–მა ოფიციალურად დაიწყეს ოპერირება, როგორც გაერთიანებულმა კომპანიებმა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Xinhua იტყობინება. ამ ნაბიჯით Ansteel Group მსოფლიოში სიდიდით მესამე ლითონის მწარმოებელი კომპანია ხდება.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია Ansteel Group–ი გახდა Ben Gang–ის 51%–იანი წლის მფლობელი. აღსანიშნავია, რომ, ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ ეს რესტრუქტურიზაცია დასაშვებად ცნო. ეს არის წარმოების კონსოლიდაციის პროცესის ნაწილი ჩინეთის ფოლადის სექტორში.
გაერთიანების შედეგად წარმოქმნილი კომპანია Ansteel Group–ის სახელით გააგრძელებს ოპერირებას. ამასთან, ნავარაუდევია, რომ გადაუმუშავებელი(ნედლი) ფოლადის წარმოების მოცულობა წლიურად 63 მილიონ ტონამდე გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანიები ჩინეთის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში, ლიონანგის პროვინციაში ერთმანეთისგან მხოლოდ 60 კილომეტრის დაშორებით მდებარეობენ.
პარასკევს დილით ქალაქ ანშანში სპეციალური კონფერენცია გაიმართა, სადაც შერწყმის შესახებ საბოლოოდ გახდა ცნობილი. ამ გაერთიანების შედეგად Ansteel Group–ი ჩინეთის სიდიდით მეორე ფოლადის მწარმოებელი ხდება, ხოლო გლობალური მასშტაბით ის მხოლოდ China Baowu Group–სა და ArcelorMittal–ს ჩამორჩება.
მსოფლიო ფოლადის ასოციაციის მონაცემებით, Ansteel Group–მა 2020 წელს 38.19 მილიონი ტონა ნედლი ფოლადი აწარმოა, ხოლო Ben Gang–მა 17.36 მილიონი ტონა.
2025 წლისთვის Ansteel Group–ი მიზნად ისახავს წელიწადში 70 მილიონი ტონა ნედლი ფოლადის წარმოებას, ასევე 50 მილიონ ტონაზე მეტი ფოლადის ნედლეულის წარმოებას რკინის საბადოზე, ხოლო წლიური შემოსავლის გამომუშავებას 300 მილიარდი იუანის ოდენობით(46 მილიარდი დოლარი).
Ansteel-ისა და Ben Gang-ის გაერთიანება უკვე ათ წელზე მეტია განიხილება. საბოლოოდ, გაერთიანება 2019 წელს დასრულდა, მაგრამ კომპანიების სტრატეგიული რესტრუქტურიზაცია მხოლოდ მიმდინარე წლის აპრილში გამოცხადდა.