ჩინური ავიაკომპანია SF Airlines-ი 20 ივლისიდან ურუმჩი – თბილისის მიმართულებით სატვირთო რეისებს შეასრულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია TAV Georgia-სა და SF Airlines-ის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.
როგორც ირკვევა, SF Airlines-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სატვირთო რეისებს B757 ხომალდით კვირაში ერთი, ხოლო 24 აგვისტოდან ორი სიხშირით შეასრულებს.
ცნობისთვის, SF Airlines-ი, რომელმაც სატვირთო რეისების შესრულება დაახლოებით 14 წლის წინ დაიწყო, SF Express-ის საკუთრებაში არსებული ავიაკომპანიაა. ის რეისების განსახორციელებლად Boeing-ის ისეთ მოდელებს იყენებს, როგორიცაა B747, B767, B757 და B737.
2024 წლის მარტში SF Airlines-ს ორი ახალი ხომალდი, B747-400F-ი დაემატა, რისი წყალობითაც ავიაკომპანიის ფლოტის ზომა 87-მდე გაიზარდა.