ჩინურმა BYD-მ ახალი ბიუჯეტური ჰიბრიდული სედანი წარადგინა

ჩინურმა BYD-მ ახალი ბიუჯეტური ჰიბრიდული სედანი წარადგინა

ელექტრომობილების ჩინურმა მწარმოებელმა, BYD-მ საკუთარი დამუხტვადი ჰიბრიდული სედანის, Qin Plus DM-i-ის ახალი, უფრო ბიუჯეტური ვერსია წარადგინა. კომპანიის გადაწყვეტილება ფასების გაიაფებასთან დაკავშირებით ავტომობილების მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას უკავშირდება.

აღნიშნული ჰიბრიდული მოდელის საწყისი ფასი $11,090 იქნება. მისი ღირებულება ვერსიასთან შედარებით 20%-ით დაბალია.

ჩინეთის ბაზარზე BYD-ის ჰიბრიდული მოდელის, Qin Plus-ის კონკურენტებს შიდაწვისძრავიანი Nissan Sylphy და VW Lavida წარმოადგეს. შეგახსენებთ, რომ კონკურენტული უპირატესობის შესანარჩუნებლად, ავტომობილების გაიაფება ბევრ ავტომწარმოებელს მოუწია.

თუმცა ჩინური ავტომწარმოებელი ახალი მოდელის გამოშვებას მხოლოდ ბიუჯეტურ მიმართულებაში არ გეგმავს. BYD წლის ბოლომდე მდიდრული ელექტრომობილების რამდენიმე მოდელს წარადგენს.