Christian Dior-ს ანტუან არნო უხელმძღვანელებს

Christian Dior-ს ანტუან არნო უხელმძღვანელებს

Christian Dior-ის აღმასრულებელ დირექტორად და საბჭოს ახალ ხელმძღვანელად 45 წლის ანტუან არნო დაინიშნა.

ანტუანი მსოფლიოს რიგით მეორე უმდიდრესი მეწარმის, ბერნარ არნოს უფროსი ვაჟია. Forbes-ის შეფასებით, არნოს ოჯახის ქონება ამჟამად 186 მილიარდ დოლარს შეადგენს, თავად არნო კი ერთადერთი ფრანგია უმდიდრესი ადამიანების ათეულში.

Christian Dior-ი ჰოლდინგური კონგლომერატის, Louis Vuitton Moët Hennessy-ის შვილობილი კომპანიაა. თავად ჰოლდინგის საბაზრო კაპიტალიზაცია 360 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის მოდის ინდუსტრიის 100-მდე ცნობილ და წარმატებულ ბრენდს აერთიანებს, მათ შორისაა: Louis Vuitton, Christian Dior, Fendi, Givenchy, Marc Jacobs, Stella McCartney, Loewe, Loro Piana, Kenzo, Celine, Sephora, Princess Yachts, TAG Heuer, Bulgari და Tiffany & Co.

კომპანიის ხელმძღვანელად ანტუან არნოს დანიშვნა პირდაპირ კავშირშია თანამდებობიდან ყოფილი CEO-ს, სიდნი ტოლედანოს გადადგომასთან, რომელიც Christian Dior-ს თითქმის 20 წლის განმავლობაში უძღვებოდა.