Commerzbank-ს ახალი CEO ჰყავს

Commerzbank-ს ახალი CEO ჰყავს

Deutsche Bank-ის საცალო საბანკო მიმართულების ხელმძღვანელი, მანფრედ კნოფი, კონკურენტი ბანკის Commerzbank-ის ახალი აღმასრულებელი ხელმძღვანელი ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

55 წლის მენეჯერი Commerzbank-ს იანვარში შეუერთდება. ცნობისთვის, ბანკის თავმჯდომარის პოსტი სტეფან შმიტმანმა, ხოლო მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის პოზიცია მარტინ ზიელკემ ივლისში დატოვეს, რის შემდეგაც გერმანული ბანკი ულიდეროდ დარჩა.

მათ გერმანული ფინანსური ინსტიტუტის დატოვება კერძო სააქციო ჯგუფის Cerberus-ის, მიერ გაკეთებული შეფასებების შემდგომ გადაწყვიტეს. კერძოდ, Cerberus-ი Commerzbank-ს მოუწოდებდა “საგრძნობლად შეეცვალათ სამეთვალყურეო საბჭო, მენეჯმენტი და, ზოგადად, სტრატეგია, რათა “ვარდნა“ შეემცირებინათ, რომელიც, თავის მხრივ, გამოწვეული იყო გაბერილი ხარჯებით, დაბალი მოგებებითა და უმოქმედობით.  

ევროპის მთავარმა რეგულატორმა, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა კი Commerzbank-ს რესტრუქტურიზაციის დაჩქარებისკენ მოუწოდა.

გასული წლის აპრილში Deutsche Bank-თან ჩაშლილი შერწყმის შემდგომ, Commerzbank-ის აქციები 50%-ით დაეცა. ანალიტიკოსები ელიან, რომ ბანკი ამ და მომდევნო წელს, წამგებიანი იქნება.  

ცნობისთვის, მეორე კვარტალში, Commerzbank-ის ოპერაციული მოგება 34%-ით შემცირდა, რასაც პანდემიის გამო დაკარგული საერთო მოგების მეხუთედით შეკუმშვა და გერმანული გადასახადთა მიმწოდებელი Wirecard-ის გაკოტრებაც დაემატა.

55 წლის კნოფი, Deutsche Bank-ს გასულ წელს შეუერთდა, მანამდე ის ორ ათწლეულზე მეტხანს სადაზღვევო ჯგუფ Allianz-ში მუშაობდა, სადაც “დაუნდობელი მენეჯერის“ სახელი მოიპოვა მიზნისკენ შეუპოვარი სწრაფვის გამო.

გასულ კვირას კნოფმა განაცხადა, რომ “ამ ახალი დავალების მიმართ დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი“-ო და Commerzbank-ის უმნიშვნელოვანეს როლს გერმანიის ეკონომიკაში ხაზი გაუსვა.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *