აშშ-მა კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობიდან გამომდინარე, სკოლების და მოხუცთა თავშესაფრების უსაფრთხო გახსნისთვის, თვეში დაახლოებით 200 მლნ კოვიდ-ტესტი უნდა ჩაატაროს. გარდა ამისა, მომსახურე პერსონალისთვის და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი რეგიონებისთვის დასამატებელია კიდევ მილიონობით ტესტი.
აღსანიშნავია, რომ სკოლებისათვის და კერძო საავადმყოფოებისთვის გათვლილი ტესტების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე შეერთებული შტატების მარაგი. Covid Tracking Project-ის მიხედვით, გასულ თვეს აშშ-მა დაახლოებით 22 მილიონი ტესტი ჩაატარა.
თუმცა, აღნიშნული მარაგი ფართოვდება და ოქტომბრისთვის თვეში 70 მილიონი ტესტი ჩატარდება, ხოლო იანვრისთვის 200 მილიონი. სულ ცოტახნის წინ, თეთრმა სახლმა 150 მილიონი სწრაფი ტესტი შეიძინა, რომლებიც სავარაუდოდ, სკოლებისათვის და კერძო საავადმყოფოებისთვის იქნება განკუთვნილი. აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყებიდან შეერთებულ შტატებში 83,358,107 ტესტი ჩატარდა.