დაბრუნდება თუ არა დონალდ ტრამპი Facebook-სა და Instagram-ზე

დაბრუნდება თუ არა დონალდ ტრამპი Facebook-სა და Instagram-ზე

FB-ის საზედამხედველო საბჭო (Facebook Oversight Board) Facebook-ისა და Instagram-ის პლატფორმებზე აშშ-ის ყოფილი პრეზინდეტის, დონალდ ტრამპის დაბრუნებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ოთხშაბათს მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება დილის 9 საათზე გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ტრამპს მას შემდეგ აეკრძალა სოციალური პლატფორმების გამოყენება, რაც ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. 2021 წლის 7 იანვარს ცუკერბერგმა განაცხადა, რომ აკრძალვა გაგრძელდებოდა მანამ, სანამ პრეზიდენტ ბაიდენის ხელში ხელისუფლება მშვიდობიანად გადავიდოდა. თავდაპირველად აკრძალვის ვადად განიხილებოდა 90 დღე, თუმცა საზედამხედველო საბჭოს ხუთკაციანმა კომიტეტმა აკრძალვის ვადა აპრილამდე გაახანგრძლივა. Facebook-ის გარდა, იანვრის „ბუნტის“ შემდეგ ტრამპს ასევე აეკრძალა სხვა სოციალური პლატფორმების გამოყენებაც, რომელთა შორისაა Twitter-ი, Snapchat-ი, Twitch-ი და Shopify-ი.

ცნობისთვის, Facebook-ის საზედამხედველო საბჭო 2018 წლის ნოემბერში ცუკერბერგის ინიციატივით შეიქმნა. მიზანი კომპანიისთვის მეტი გამჭვირვალობის შეძენა იყო, ასევე, მომხმარებლები იმის გაგებასაც შეძლებდნენ, თუ როგორ ამუშავებს კომპანია აკრძალვებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსებთან დაკავშირებულმა „აკრძალვების“ პოლიტიკამ ხელი შუწყო რესპუბლიკელების მცდელობას, მიიღონ კანონმდებლობა, რომელიც სოციალური მედიის კომპანიებს დააკისრებს ჯარიმას  თუკი ისინი 14 დღეზე მეტი ხნით აუკრძალავენ პოლიტიკოსებს მათი პლატფორმებით სარგებლობას. ფლორიდის შტატის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა ჯონ შნაიდერმა განაცხადა, რომ ეს იქნება სილიკონის ველისთვის მკაცრი „სიგნალი“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *