დამოუკიდებლობის 30 წელი: როგორ იზრდებოდნენ პოსტსაბჭოთა ქვეყნები?

დამოუკიდებლობის 30 წელი: როგორ იზრდებოდნენ პოსტსაბჭოთა ქვეყნები?

IMF-ის მონაცემებით, ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის დონით საქართველო მხოლოდ შვიდ პოსტსაბჭოთა ქვეყანას ასწრებს, ესენია: აზერბაიჯანი, უკრაინა, სომხეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.

IMF-ის დათვლების მიხედვით, საქართველომ აზერბაიჯანს ერთ მოსახლეზე მშპ-ის მოცულობით 2020 წელს გაუსწრო, ამის მიზეზი კი აზერბაიჯანის მთლიანი პროდუქტის შემცირებაა. 2014 წელს აზერბაიჯანის მშპ 75 მილიარდ დოლარს აჭარბებდა, 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 41,7 მილიარდი იყო. ეს კლება, თავის მხრივ, ნავთობის ფასების ვარდნით არის გამოწვეული. ამის გამო, აზერბაიჯანის მთლიანი შიდა პროდუქტი გაყოფილი მისი მოსახლეობის რაოდენობაზე (10 მილიონზე) უფრო ნაკლებია, ვიდრე საქართველოში. IMF-ის შეფასებით, საქართველო ერთ მოსახლეზე მშპ-ის დონით აზერბაიჯანს უსწრებს როგორც PPP (სხვაობა $643), ასევე რეალურ დოლარებში (სხვაობა $281).

ყველაზე ღარიბი პოსტსაბჭოთა ქვეყანა ტაჯიკეთია, რომლის მშპ ერთ მოსახლეზე $3,560-ია. სხვაობა ტაჯიკეთისა და პირველ ადგილზე გასული ლიეტუვის მაჩვენებლებს შორის $35,800 დოლარს აღემატება. იმ ეკონომიკური ზრდით, რაც 2012-2020 წლებში საქართველოს ჰქონდა, ანუ საშუალოდ 3.35%-ით, საქართველო დღევანდელი ლიეტუვის სიმდიდრეს მხოლოდ 28 წლის შემდეგ დაეწევა.



მეთოდოლოგია: საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქვეყნების ეკონომიკების შეფასებისას იყენებს მსყიდველობითი პარიტეტით გათანაბრების PPP (Purchasing power parity) წესს. გათანაბრების შემდეგ საქონლისა და მომსახურების ფასები ყველა ქვეყანაში უნიფიცირებული ხდება, რაც ამ ქვეყნების მონეტარული პოტენციალის უკეთ შეფასების საშუალებას იძლევა. სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოსთვის ასე დათვლილი მშპ ერთ სულზე 2020 წლის მდგომარეობით, დაახლოებით $15,142 დოლარია, ამ გათანაბრების გარეშე კი ეს მაჩვენებელი $4,405 დოლარს უდრის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *