დედოფალ ელისაბედ II-ის Jaguar X-Type აუქციონზე გაიყიდება

დედოფალ ელისაბედ II-ის Jaguar X-Type აუქციონზე გაიყიდება

ბრიტანეთის განსვენებული მონარქის, დედოფალ ელისაბედ II-ის კუთვნილი Jaguar X-Type აუქციონზე გაიყიდება.

2009 წელს გამოშვებულ ზურმუხტისფერ “იაგუარს” სამეფო ოჯახისათვის 75,000 მილი (120,000 კმ) აქვს გავლილი, რაც მას კოლექციონერებისთვის მნიშვნელოვან ისტორიულ და სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებს.

ეს ფურგონის ტიპის ავტომობილი 3 ლიტრის მოცულობის, 6-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც დაახლოებით 230 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ Jaguar-ის ეს მოდელი ავტომოყვარულთა კეთილგანწყობით არასოდეს სარგებლობდა, რაზეც მისი მკვეთრად შემცირებული ფასიც მიუთითებს, რომელიც ამჟამად დაახლოებით 10,000 დოლარის ფარგლებშია.

მიუხედავად ამისა, უდავოა, რომ 26 ნოემბერს დაგეგმილ აუქციონზე Jaguar-ის ეს კონკრეტული ზურმუხტისფერი მოდელი აუცილებლად იქნება როიალისტთა და კოლექციონერთა ყურადღების ცენტრში.

დედოფლის ავტომობილის აუქციონზე განთავსებას Historics Auctioneers-ი უზრუნველყოფს და ფსონების მიღება 1 დოლარიდან დაიწყება.

ცნობისთვის, სამეფო ოჯახის კოლექცია არაერთ ძვირადღირებულ და ექსკლუზიურ ავტომობილს მოიცავს, მათ შორის, სპეციალურად მონარქისთვის შექმნილ Rolls-Royce-სა და Bentley-ს.

ვრცლად სამეფო ოჯახის ქონების შესახებ წაიკითხეთ აქ:  რამდენად მდიდარია ბრიტანეთის მონარქი?