დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გახდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გახდა

გაერთიანებული სამეფოს პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო – ქვეყნის პრემიერ-მინისტრად და კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარედ ლიზ ტრასი დაინიშნა.

აქამდე, 47 წლის ტრასი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა; ის სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელი და იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსანიც იყო.

შეგახსენებთ, რომ ლიზ ტრასი აწ უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს ანაცვლებს. თავად ჯონსონმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება ივლისში მიიღო, რაც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან და ე.წ. ფართიგეითის სკანდალთან იყო დაკავშირებული.