ძვირადღირებულ ჩინურ ელექტრომობილებზე მოთხოვნა იზრდება – CNBC

ძვირადღირებულ ჩინურ ელექტრომობილებზე მოთხოვნა იზრდება – CNBC

ჩინეთში ძვირადღირებულ ელექტრო სედანებზე მოთხოვნა იზრდება. მხოლოდ ორ თვეში, Han-ის ტიპის ელექტრომანქანების შეკვეთებმა კომპანია BYD-იდან, რომელიც ამერიკელი მილიარდერის უორენ ბაფეტის მხარდაჭერით სარგებლობს, 40 000-ს გადააჭარბა.

CNBC-ის ცნობით, ძვირადღირებული სედანები ჯერჯერობით მხოლოდ ჩინეთში გაიყიდება. ავტო მწარმოებლის მტკიცებით, აგვისტოში მომხმარებლებს 4 000 ავტომობილი მიაწოდეს.

Han-ის ახალ მოდელს ერთი დამტენი აქვს, რომელსაც 605 კილომეტრის გავლის შესაძლებლობა აქვს. ფასი კი დაახლოებით $33 000-40 000 შორის მერყეობს.

ცნობისთვის, ზემოხსენებული ფასები Tesla-ს Model 3 სედანზე მცირედით ნაკლებია. ილონ მასკის კომპანია ჩინეთში საცალო გაყიდვის სტატისტიკას არ აქვეყნებს, თუმცა, კომპანიის მეორე კვარტლის მთლიან გაყიდვათა ერთი მეოთხედი აზიურ ქვეყანაზე მოდის. Tesla-ს თუ დავუჯერებთ, მსოფლიოს მასშტაბით ბოლო სამი თვის განმავლობაში 90 000-ზე მეტი ავტომანქანა გაყიდა.  

კვლავ BYD-ს რომ დავუბრუნდეთ, ავტოინდუსტრია და მასთან დაკავშირებული პროდუქტები კომპანიის შემოსავლის დაახლოებით ნახევარს შეადგენს. კომპანია, აგრეთვე, ელექტრომობილების ელემენტების მწარმოებელიცაა ჩინეთში და Toyota-სთანაც თანამშრომლობს. წელს, BYD-ის ჰონგ-კონგის ბირჟაზე წარმოდგენილმა აქციებმა 200%-ზე მეტით მოიმატა და გასულ ოთხშაბათს რეკორდულ მაჩვენებელსაც მიაღწია.   

ელექტრომობილების კიდევ ერთი ჩინური მწარმოებელი Xpeng-იც აცხადებს, რომ მათ P7-ის მოდელის ძვირადღირებულ სედანებზე მოთხოვნა გაიზარდა. აქციების საჯაროდ განთავსების შემდგომ, Xpeng-ის აქციები 25%-ით გაიზარდა.     

ჩინური ელექტრომანქანის მწარმოებელმა სტარტაპმა Nio-მაც, რომელიც ძვირადღირებულ ავტომობილთა ბაზარზე ოპერირებს, სედანის საკუთარი პროტოტიპი შანხაის შოუზე წარადგინა. თუმცა წარმატებულ სვლაში 2019 წელს შექმნილმა ფინანსურმა პრობლემებმა მას ხელი შეუშალა.